2011 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ხელი მოეწერა კონტრაქტს გამომცემლობა ”დიოგენეს” და შვეიცარიული გამომცემლობა ”Unionsverlag"-ს შორის თამთა მელაშვილის ”გათვლის” გერმანული თარგმანის გამოცემის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ეს მცირე რომანი, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართული დებიუტია, 2012 წლის თებერვალში გერმანულენოვანი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.