ეკა ქევანიშვილის ახალ (რიგით მეორე) კრებულში ავტორის მიერ ბოლო წლებში დაწერილი ლექსები შევიდა. წიგნის გარეკანის დიზაინი გურამ წიბახაშვილს ეკუთვნის. კრებულს თან ახლავს მაკა
”განცდა ხავერდისაგან” ნიკა ჯორჯანელის სადებიუტო კრებულია, რომელიც გამომცემლობა ”დიოგენემ” 2004 წელს გამოსცა. წიგნი 1995-2003 წლებში დაწერილ ლექსებს აერთიანებს.
კრებულს უძღვის ვახუშტი კოტეტიშვილის წინათქმა: ეს არ გახლავთ დამწყები პოეტის ხმის კანკალით ნათქვამი გაუბედავი აზრი. ეს უკვე დასრულებული შემოქმედის მრწამსია, ავტორისეული ”Ars poetica”…
”ეკოციდი” - თეა თოფურიას ლექსების ახალი კრებული - 2011 წელს გამოიცა. ლექსების ნაწილი ლიტერატურულ პერიოდიკასა და ინტერნეტ სივრცეში ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა. ნაწილს კი მკითხველი პირველად გაეცნობა.
ნატო ინგოროყვას ლექსების კრებული 2011 წელს გამოიცა. იგი ორ წიგნს აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ”ხმელები” და ”ნედლები” - ლექსების ეს ორი ციკლი ორიგინალური დიზაინის ყუთშია მოთავსებული, რომელიც პოეტური ჩანაფიქრის ნაწილს შეადგენს. ნატო ინგოროყვა თანამედროვე ქართულ პოეზიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ხელწერის მქონე ავტორია.
წიგნში შესულია თედო სახოკიას მიერ შეგროვებული მასალა -
ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები.
ლექსები, შაირები, გამოცანები, ანდაზები, ხატოვანი სიტყვა-თქმანი.
”ნეგატივი” - ზვიად რატიანის რიგით მეხუთე პოეტური კრებული 2010 წელს გამოიცა. წიგნში ახალ ლექსებთან ერთად შესულია ავტორის წინა ორი კრებული: ”ჯიბის ჰაერი” და ”გზები და დღეები”. ახალი ლექსები გაერთიანებულია ორ ციკლში: ”ბოლოსწინა ლექსები” და ”ღია და ფარული მიძღვნები”. კრებულისათვის ”ნეგატივი” ზვიად რატიანს ლიტერატურული პრემია ”საბა” მიენიჭა.
წიგნი სვანური ფოლკლორის ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც დავით წერედიანმა შეკრიბა და თარგმნა. ახალი გამოცემა წლების წინ გამოსული კრებულის საფუძვლიანად გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია. წიგნს უძღვის დავით წერედიანის შესავალი წერილი: ”სვანური ტექსტების უმეტესობა ლიროეპიკურია.
უკვე დაშლილ პოეტურ ჯგუფ ”ვარდისფერი ავტობუსის” ერთ-ერთი გამორჩეული წევრის - დათო ყანჩაშვილის (იორიკი) ლექსები ქართული ლიტერატურული საიტების მკითხველებისთვის კარგად ნაცნობია. ”სიფხიზლის გამო” ავტორის პირველი პოეტური კრებულია, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა.