|
გამომცემლობები "დიოგენე" და "ახალი თარგმანები" ერთობლივად გამოსცემენ ალმანახს "ახალი თარგმანები". ალმანახში შესულია მსოფლიოს ძველი და თანამედროვე მწერლების საუკეთესო ნიმუშების ქართული თარგმანები, რომლებიც შესრულებულია თანამედროვე მთარგმნელების მიერ. ალმანახი ჟანრობრივად მრავალფეროვანია. აქ დაბეჭდილია საუკეთესო პოეტური, პროზაული, დრამატურგიული და პუბლიცისტურ-ესეისტური ნაწარმოებები, რომლებიც თარგმნილია როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ენებიდან.
|