წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ეგრე გააგრძელე, ჯივზ!

სათაური :    ეგრე გააგრძელე, ჯივზ!
ავტორი :    პ. გ. ვუდჰაუსი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-443-4
გვერდები :    246
ფასი :    9.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ.

 

„ეგრე გააგრძელე, ჯივზ!“ პელემ გრენვილ ვუდჰაუსის (1881-1975) მოთხრობების კრებულია. ეს მოთხრობები ინგლისელი მწერლის ყველაზე ცნობილი გმირების - ჯივზისა და ვუსტერის შესახებ შექმნილი სერიის ნაწილია და მეოცე საუკუნის იუმორისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება.

 

კრებული ათ მოთხრობას აერთიანებს. როგორც ზოგადად ამ სერიის წიგნებში, აქაც მთხრობელი დარდიმანდი ბერტი ვუსტერია, რომელიც დაუზარებლად ჰყვება თავს გადამხდარ ამბებს. ვუსტერი ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რა ადვილად შეიძლება გაიჩარხოს ერთი შეხედვით ყოვლად უიმედო საქმე, როცა მსახურად ისეთი ჭკუის კოლოფი გყავს, როგორიც ჯივზია. ამ კრებულშივე შედის მოთხრობა, რომელშიც ამბავს თავად ჯივზი ყვება.


 
მიმაგრებული ფაილები