შეზღუდული რესურსების პირობებში მაქსიმალურად ეფექტიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება ჩვენს ქვეყანაში საჭირბოროტო საკითხია. ეს ნაშრომი სწორედ ამ საჭიროებას ეხმიანება და განკუთვნილია განათლების სფეროს სპეციალისტების, გადაწყვეტილებების მიმღებების, მკვლევრების, სტუდენტებისა და, ზოგადად, საზოგადოებრივი სფეროს პროგრამებისა თუ პროექტების შეფასებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ვიმედოვნებთ, უკვე ქართულად ნათარგმნი ეს ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს მათ შედეგზე ორიენტირებული და გონივრული საგანმანათლებლო ინიციატივების დაგეგმვასა და შეფასებაში.