გელა ჩქვანავა დაიბადა 1967 წელს სოხუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
აფხაზეთის ომის შემდეგ გამოიცვალა მრავალი პროფესია.
2002 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში.
2002 წელს გაიმარჯვა გამომცემლობა “დიოგენეს” მოწყობილ პირველ კონკურსში “Pენმარათონი 2002” და მოიპოვა პირველი ადგილი.
იმავე წელს ლიტერატურულ ასოციაცია “კვალის” კონკურში მესამე ადგილი დაიმსახურა.
2005 წელს მოთხრობების კრებულისათვის “კოლორიტები” მიენიჭა ლიტერატურული პრემია “საბა”.
2006 წელს მიენიჭა გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია.
ამჟამად ცხოვრობს თბილისში. |